"ოცნების" პროპორციული სიის მეორე ნომერი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვერ გახდა
"ქართული ოცნების" პროპორციული სიის მეორე ნომერი ადილ ალიევი მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვერ გახდა.

როგორც ადილ ალიევი რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიაში შეთანხმებული იყვნენ რომ მას თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნავდნენ, მაგრამ გუნდის შიგნით გარკვეული პირების წინააღმდეგობის შედეგად თავმჯდომარის მოადგილედ მისი კანდიდატურა აღარ დააყენეს.



ადილ ალიევის განმარტებით, მკსთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა პოზიციაზე იმუშავებ. აცხადებს, რომ საკრებულოს წევრი თანამდებობისათვის არ გამხდარა და მუშაობას კვლავ "ქართული ოცნების" რიგებიდან გააგრძელებს.

"პარტიაში შემომთავაზეს კომისიის თავმჯდომარეობა და მეც დავთანხმდი. ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ მარნეულელებისათვის მუშაობას" - აცხადებს ალიევი

მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ამირან გიორგაძეა. გიორგაძემ მოადგილეებად ტარიელ მამედოვი, რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი დაასახელა.

რადიო "მარნეული"
Print