მარნეულის საკრბეულოში ორი ფრაქცია შეიქმნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ საკრებულოს 27 წევრი, ხოლო ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 5 წევრი გაერთიანდა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში სულ 27 წევრია შესული, ხოლო „ენმ“-დან 6. „ენმ“-ს ერთმა წევრმა ნარგიზა ალიევამ ფრაქციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადა. ალიევამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ბესიკ გელენიძე აირჩიეს, მას შვიდი მოადგილე ეყოლება.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან ომარ ირიშოვი, მაია გელაშვილი, ვანო ბურნაძე, ადილ გურბანოვი, ჯეიხუნ ჩოიდაროვი, არსენ ახვერდიანი და ლევონ აკოპიანი.

რაც შეეხება ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თავმჯდომარედ არჩეულია ლაშა ქველაძე, ხოლო მოადგილედ რამალ ახმედოვი.

დღეს, 3 დეკემბერს, გამართულ საკრებულოს ახალი მოწვევის პირველ სხდომაზე ასევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ამირან გიორგაძე იქნება, ხოლო მისი მოადგილეები არიან ტარიელ მამედოვი, რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები