„ფორმალური კენჭისყრა და სხდომები ტარდება“ - „ენმ“-მ ოცნების კანდიდატებს საკრებულოზე მხარი არ დაუჭირა
მარნეულში ახლად არჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილეებად ტარიელ მამედოვი, რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი აირჩიეს. როგორც საკრებულოს წერვი „ენმ“-დან, ლაშა ქველაძე ამბობს, კენჭის ყრა და სხდომები ფორმალურად ტარდება ამიტომ ხმის მიცემას, საქართველოში ტოტალურად გაყალბებული არჩევნების ფონზე, აზრი არ აქვს.

“ჩვენ, ქართული ოცნებიდან წარმოდგენილ არცერთ კანდიდატს არ დავუჭერთ მხარს. რადგან ყველამ ვიცით როგორ ჩატარდა არჩევნები - ტოტალური გაყალბების ფონზე ,  ეს არის მათ მიერ მოპარული მანდატები. გამომდინარე აქიდან, ჩვენ არცერთ მათგანს მხარს არ დავუჭერთ. არ აქვს აზრი, ფორმალური კენჭისყრა და სხდომები ტარდება. გადაწყვეტილია, იციან ვინ უნდა აირჩიონ და აზრი არ აქვს მონაწილეობის მიღებას. მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ თითოეული თეთრი, თითოეული გადაწყვეტილება, რასაც საკრებულო მიიღებს, მოხმარდეს მარნეულის კეთილდღეობას და მოსახლეობის წინსვლას. მოსახლეობამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ საკრებულოს იმედზე დარჩენაც არ შეიძლება. უნდა ავიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე, ვიბრძოლოთ სიმართლისთვის. ეს ისმართლე მდგომარეობს იმაში რომ უნდა გავერთიანდეს საქართველლოსთვის და ბატონი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება საქართველოს აღმშენებლობა“

დღევანდელ საკრებულოზე დაკომპლექტდა ფრაქციებიც. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ საკრებულოს 27 წევრი, ხოლო ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 5 წევრი გაერთიანდა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში სულ 27 წევრია შესული, ხოლო „ენმ“-დან 6. „ენმ“-ს ერთმა წევრმა ნარგიზა ალიევამ ფრაქციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადა. ალიევამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები