კორონა ვირუსის გავრცელების გამო, თამარისის სკოლა დისტანციურ სწაველაზე გადავიდა
კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხევების გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის საჯარო სკოლა, დღეიდან მთლიანად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ რადიო მარნეულს რესუსრცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ განუცხადა, მისი განმარტებით, კოვიდი სკოლის ხუთ მოსწავლეს და ორ პედადოდ დაუდასტურდა.

,,ინფიცირებულები არიან სხვადასხვა კლასებიდან და შემხებლობა ქონდათ მთლიან სკოლასთან, ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ ლაფერაძის განცხადების საფუძველზე, სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჯერ კიდევ გამოკვლევის პროცესი მიმდინარეობს". - გვითხრა დავაძემ

დღეის მონაცემებით მარნეულში მთლიანად ონლაინ სწავლებაზე, მარნეულის N2 და სოფელ თამარისის საჯარო სკოლებია გადასული. ონლაინ სწავლობს სოფელ ქესალოს, ასევე ქალაქის მეშვიდე და მერვე სკოლების ცაკლეული კლასებიც.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია