მარნეულის ორი ბაღი მუშაობას 9 დეკემბრიდან გააგრძელებს
მარნეულის ორი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას 9 დეკემბრიდან განაახლებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დაკეტილია შაუმიანის ძველი ბაგა-ბაღი და ქალაქ მარნეულის N4 ბაღი. ორივე ბაღი მუშაობას 9 დეკემბერს გააგრძელებს.

ზაურ ქარამოვის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელება არ ფიქსირდება. აცხადებს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტირებების შედეგად ბაღის პერსონალს კორონავირუსი არ დადასტურებია.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების პერსონალი კორონავირუსზე სავალდებულო შემოწმებას ყოველ ორ კვირაში ერთხელ იტარებს.

რადიო „მარნეული“

Print