ძალადობა ქალებზე - გოგოების კლუბის წევრებისთვის მარნეულში კინოჩვენება ჩატარდა
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, CENN-მა HEKS-EPER-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI"-ის ფარგლებში შექმნილი გოგონების გაძლიერების კლუბი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ,16 დღიან კამპანიას გამოეხმაურა და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სემინარი-დისკუსია გამართა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე ესაუბრა, ასევე გაიმართა ფილმის ,,სორაიას ჩაქოლვა" ჩვენება და დისკუსია.

სემინარის ორგანიზატორის ნილუფერ კურბანოვას თქმით, აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვანია გოგონებისთვის და მათი უფრო მეტად ინფორმირებულობისთვის გენდერის კუთხით.

,,2021 წლის იანვრიდან მარნეულში დაიწყო 4წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სენი" პროექტის სახელია ,,კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა". ეს პროექტი მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს და ერთ-ერთია გოგონების კლუბი, რომელიც სექტემბრიდან შეიქმნა. დღეს სწორედ ამ გოგონებისთვის გაიმართა აღნიშნული სემინარი, სადაც ვაჩვენეთ ფილმი ,,სორაიას ჩაქოლვა" ასევე გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე ესაუბრა მათ და ვფიქრობ კარგი შეხვედრა გამოვიდა კლუბის გოგონებისთვის". -განაცხადა ნილუფერ კურბანოვმა.

პროექტი ,,კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა" SENN, HEKS-EPER -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 2021 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

Print