მარნეულის ბაღებში არდადეგები 22 დეკემბრიდან დაიწყება
მარნეულის საბავშვო ბაღებში, საახალწლო არდადეგები 22დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ რადიო ,,მარნეულს"" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ კარამოვმა განუცხადა. მისი თქმით არდადეგების პერიოდში ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სრული სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება.

,,სწავლა 22 დეკემბერს სრულდება ბავშვებისთვის, ხოლო პედაგოგები და ყველა სხვა თანამშრომრომელი საახალწლო შვებულებაში 30 დეემბერს გავლენ. მანამდე ჩატარდება სრული სადენზიფექციო სამუშაოები".- განაცხადა კარამოვმა

საახალწლო არდადეგების შემდეგ მარნეულის 14-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო ბროცესი 17 იანვრიდან განახლდება. კარამოვის განცხადებით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი, მარნეულის მუნიციპალიუტეტი ყველა საბავშვო ბაღში ჩვეულებრივად მიმდინარეობს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები