მერიას ნაძვის ხის ანთებაზე ფოიერვერკი 3 500 ლარი დაუჯდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ფოიერვერკი 3 500 ლარი დაუჯდა. სხვადასხვა სახის პიროტექნიკა ადგილობრივმა თვითმმართველობამ პირდაპირი წესით, შპს ,,ქოლორფულ სფირითს“- გან შეიძინა.

მარნეულის საახალწლო ნაძვის ხე 22 დეკემბერს, საზეიმოდ აანთეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით ანიმატორების მომსახურებისათვის 800 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა შ.პ.ს. „ბედნიერი დღე“-სთან გააფორმა.

საახალწლო ნაძვის ხე მარნეულის მერიამ 2019 წელს 14 400 ლარად შეიძინა და მას ყოველ ახალ წელს განსხვავებულად რთავენ.

გარეკანის ფოტო აღებულია მარნეულის მერიის ფეისბუქ გვერდიდან
Print