მარნეულის მერია საახალწლოდ 400 შეჭირვებულ ოჯახს პროდუქტებს გადასცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით შეჭირვებული ოჯახებისათვის პროდუქტები შეიძინა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა გიორგი მეურმიშვილმა განაცხადა, რომ შეჭირვებული ოჯახები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის რწმუნებულებმა შეარჩიეს.

საახალწლოდ პროდუქტებს 400 შეჭირვებული ოჯახი მიიღებს. მარნეულის მერიამ უკვე გააფორმა გამარტივებული შესყიდვა შ.პ.ს. "კრალ-XXI"-თან. ადგილობრივმა თვითმმართველობამ საერთო ჯამში 15 520 ლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელსაც მარნეულის მერია ოჯახებს გადასცემს:
კვერცხი
ბურღულეული
ბრინჯი
ხილის წვენები
მცენარეული ზეთი
შესქელებული რძე
კარაქი
მაკარონი

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები