თბილისში „20 იანვარისა“ და „9 აპრილის“ ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონსძიება გაიმართა
დღეს, 20 იანვარს ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 20 იანვრის და 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებაზე ჯერ „სისხლიანი იანვრის“ მოველენების ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა გაიმართა. 20 იანვარი და 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული პირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
შემდგომ კი საქართველოში აზერბიაჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა ღონისძიება სიტყვით გამოსვლით გახსნა. მან 20 იანვრის და 9 აპრილის შესახებ ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიანელი და ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა.

გულიევმა აღნიშნა, რომ სისხლიანი იანვრის მოვლენების დროს დაღუპულები ყოველთვის აზერბაიჯანელი ხალხის გულში იცხოვრებენ.

ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი გამოვიდნენ სიტყვით.

ღონისძიების დასასტულს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მომღერლებმქ ნარგიზ ალიევამ და ფერიდე მელიქოვამ იმღერეს რის ფონზეც საქართველოს პანტომიმის თეატრის მსახიობებმა 20 იანვრისა და 9 აპრილისადმი მიძღვნილი თეატრალური სცენები შეასრულეეს.

აღსანშნავია, რომ დღეს აზერბაიჯანში 20 იანვრის ტრაგედიის 32 წლისთავს აღნიშნავენ.

1990 წლის 19 იანვარს ღამეს წინასწარი საგანგებო სიტუაციის განცხადების გარეშე, საბჭოთა არმიამ აზერბაინაის წინააღდეგ ოპერაცია დაიწყო. ტრაგედიის დროს 137 ადამიანი გარდაიცვალა, 744 მძიმედ დაშავდა, 841 უკანონონ დააპატიმრეს. საბჭოთა არმიის ოპერაციების შედეგად 200 ბინა, სახლი, პირადი და სახელმწიფო საკუთრება დაანგრიეს.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები