მარნეულის ოთხ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.  ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად დაიხურა, ხოლო,  სამი სკოლის ოთხი კლასი სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა. როგორც რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე ამბობს, მათ საკარანტინო ვადად, 8 დღე განისაზღვრა.

"მეექვსე საჯარო სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე. დაიხურა საიმერლოს სკოლის ერთი კლასი, წერეთლი და ასევე, ქალაქ მარნეულის მერვე საჯარო სკოლებიდან არის გადასული სხვადასხვა კლასი დისტანციურ სწავლებაზე"


მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ამ ეტაზპე პერსონალთა დაახლოებით 70%-ია აცრილი. არის ცალკეული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც აცრილთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას, ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ ბოლო ტესტირების შემდეგ, მარენულის არცერ ბაღი არ დაფიქსირებულა კორონავირუსის შემთხვევა. თერთმეტივე დაწესებულება სააღმზრდელო პროცესს ჩვეულ რეჟიმში ატარებს. რაც შეეხება ვაქცინაციას, მარნეულის სააღმზრდელო დაწესებულებებში პერსონალთა მხოლოდ 40-%-მდეა აცრილი.

Print