"სოლიდარობის მუზეუმი" მარნეულში ოფისს ხსნის
მარნეულში, 9 აპრილის ქუჩაზე, "სოლიდარობის მუზეუმი" ახალ სივრცეს ხსნის, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია ექნება.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას "სოლიდარობის მუზეუმის" ხელმძღვანელმა ელნურ ალისოიმ განაცხადა, რომ ახალი სივრცის მთავარი ფუნქცია მუზეუმის გუნდისათვის სამუშაო ოფისის შექმნაა.

"თვითონ მუზეუმის 18 კაციან გუნდს და დამატებით მოხალისეებს გვექნება სივრცე სადაც შევიკრიბებით და გვექნება სამუშაო სივრცე. ისეთი გარემო გვაქვს შექმნილი, რომ ჩვენ მოვახერხოთ კვლევების ჩატარება და ჩვენს მიერ შეგროვებული მთელი მონაცემების დამუშავება. ასევე, ვაპირებთ, რომ ჩვენი პატარა სივრცე გავალამაზოთ და მომავალში ოფისის ერთ მხარეს იქნება გამოფენა".

ალისოის განმარტებით, ამ ეტაპზე ოფისში კვლავ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდებ.

"სოლიდარობის მუზეუმის" მიზანი საქართველოში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ორგანიზება და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რათა თავად შეძლონ საკუთარი იდენტობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციაა.

"ძირითადად ჩვენ ვმუშაობთ ქვემო ქართლში და კახეთში, თუმცა არ ვართ შეზღუდული ამ ორი ტერიტორიით. ვპოუბთ და ვსწავლობთ ძეგლებს რომლებსაც არ გააჩნიათ ძეგლის სტატუსი და ამით ვეხმარებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ჩვენ ვქმნით მასალებს და ამას ვაბარებთ შესაბამის უწყებებში, რათა მათ ჰქონეთ ინფორმაცია ამა თუ იმ ძეგლის შესახებ, რათა მოხდეს მათი აღიარება, დაცვა, შენარჩუნება და მათზე ზრუნვა".

"სოლიდარობის მუზეუმის" ხელმძღვანელის განმარტებით, ამ ეტაპზე ძირითადად სამ პროექტზე მუშაობენ. ატარებენ ეთნო ტურებს, ტურების შემდგომ ვიზიტორების მიერ მათთვის გაზიარებულ შთაბეჭდილებებს საფუძველზე კი რეკომენდაციებს ამზადებენ. მეორე პროექტის მიზანი მარნეულში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნაა, ორგანიზაციის წარმომადგენლები კი ამ იდეის ადვოკატირებას მოახდენე, ხოლო მესამე პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ქვემო ქართლში ძეგლების, მუზეუმების და ბიუჯეტირების საკითხების მონიტორინგს და განხილვა/ანალიზს ჩაატარებს, კვლევის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს კი შესაბამის უწყებებს გაუზიარებს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები