მარნეულში ერთ კვირაში კორონავირუსის 119 შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რადიო ,,მარნეულს" განუცხადეს, რომ ბოლო ერთ კვირაში, ინფიცირების  119 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.

,, 17 იანვრიდან დღემდე სულ გვაქვს 119 შემთხვევა, ჩვენი ცენტრის მიერ, კონტროლზე აყვანილი ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს".-გვითხრეს მარნეულის ჯანდაცვაში.

როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, ვაქცინაცია კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და 17 იანვრიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სულ 1420 ადამიანმა გაიკეთა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია