მარნეულში კორონავირუსი 7 პედაგოგს და 3 მოსწავლეს დაუდასტურდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში,კორონავირუსის გამო, ორი საგანმათლებლო დაწესებულება დაიხურა. 16 ცალკეული კლასი კი სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელი ირმა დავაძე ამბობს, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა სოფელ საიმერლოს, სადახლოს N1, მარადისის, შულავერის N2, წერეთლის, მარნეულის N8, N5 და N6 - ე საჯარო სკოლებში.

"ამ ეტაპზე სადახლოს პირველ სკოლაში 3 კლასი სწავლობს დისტანციურად, მარადისში ერთი, შულავერში 5, მარნეულის N5 სკოლაში 5, N8 სკოლაში 2, წერეთელში კი - 3 ცალკეული კლასი. სრულად არის დახურული სოფელ საიმერლოს და ქალაქ მარნეულს N6 საჯარო სკოლა"

რესურსცენტრის წარმომადგენლის თქმით, ინფიცირების ძირითადი შემთხვევები მასწავლებლებში ფიქსირდება. 27 იანვრის სტატისტიკით კორონავირუსი 7 პედაგოგს და 3 მოსწავლეს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 17 484 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 699 ადამიანი. გარდაცლილთა რაოდენობა კი 27-ია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები