მარნეულის მერიას ერთი კონდინციონერის შეკეთება 550 ლარი დაუჯდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი კონდინციონერის შეკეთება 550 ლარი დაუჯდა. გაფუჭებული კონდინციონერის შეკეთება ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით გადაწყვიტა და ხელშეკრულება გააფორმა ინდმეწარმე ელმარ მამედოვთან. ტენდერის მიხედვით, მოწყობილობას პლატა და ძრავის გამშვები ავტომატი გადაეწვა.

"მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, დიდ დარბაზში დაზიანებულია კონდენციონერი (GALANZ 5,5 კვ,) რომელიც საჭიროებს შეკეთებას, კერძოდ დაზიანებული აქვს პლატა და ძრავის გამშვები ავტომატი. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება" -
წერია გამარტივებულ შესყიდვაში.

აღსანიშნავია, რომ მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, 2 თებერვლის ჩათვლით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები