მარნეულიდან 32 მიუსაფარი ძაღლი ოზურგეთში გადაიყვანეს
2022 წელს მარნეულის მერია 325 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანას გეგმავს. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისათვის მუნიციპალიტეტი 42 250 ლარს ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე გელა ნაცლიშვილს გადაუხდის. ნაცვლიშვილი მერიის ტენდერის ერთადერთი მონაწილეა, რომელთანაც ადგილობრივა თვითმმართველობამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება.

როგორც ის, რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, თავშესაფარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ძაღლების გადაყვანაც მარნეულიდან, შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ხედბა და ვეტერინარული მომსახურება უტარდებათ. ამ ეტაპზე გადაყვანილია 32 ძაღლი.

„26 ძაღლი უკვე დავაბრუნეთ უკან. ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც წავიყვანეთ. ცხოველთა დამცველები დაგვყვებიან. თავშესაფარში ამჟამად მარნეულიდან 6 ძაღლი იმყოფება. ადგილზე ჩაუტარდათ ოპერაციები და ახლო პერიოდში დაბრუნდებიან. ძაღლებს უკეთდებათ ოპერაციები, ცოფზე აცრა, ყურზე ნიშანი და მერე ბრუნდებიან აყვანის ადგილას. დაჭერებზე და გაშვებებზე, გადაღება მიმდინარეობს. პროცესს წარმომადგენლები, ზოგჯერ მერები ესწრებიან“ - ამბობს გელა ნაცვლიშვილი“

კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს :

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).
  • • დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში.
  • • თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ვეტერინარული მომსახურება უნდა განახორციელონ, მხოლოდ ვეტერინარმა სპეციალისტებმა.
  • • უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ.
  • • ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი.
  • წლებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავსი სახის მომსახურეობის ტენდერებს აცხადებს, თუმცა დახარჯული თანხის როდენობა 21 000 ლარს არასდროს აღემატებოდა. მხოლოდ 2021 წელს დაუშვეს შემთხვევა, როდესაც თანხა გაზარდეს და 42 360 ლარი გამოყვეს. აღნიშნული თანხა კი 2022 წლისთვის 110 ლარით შეამცირეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომლებიც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ერთი წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარნეულში ძაღლის კბენის 878 შემთხვევა დაფიქსირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები