2022 წლის დადგომიდან მარნეულში 448 ახალშობილი დაიბადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სამშობიაროში, 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 448 ბავშვი დაიბადა. რადიო ,,მარნეულმა" ინფორმაცია, მარნეულის ,,ავერსის კლინიკის" და ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიაროებიდან გამოითხოვა. ავერსში გვითხრეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იანვრის შემდეგ 202 ბავშვი დაიბადა.

,,ჩვენს სამშობიაროში პირველი იანვრის შემდეგ 98 მდედრობითი სქესის და 104 მამრობითი სქესის ბავშვი გაჩნდა".-

მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიარო სახლში, პირველი იანვრიდან დღემდე სულ 246 ბავში დაიბადა. სამედიცინო დაწესებულებაში თქვეს , რომ წინა წელთან შედარებით ორსულთა რაოდენობა ნალკებია.

,,აღრიცხული ორსულების რაოდენობა, წელს ცოტა ნაკლებია. ჩვენს სამშობიარო სახლში 2022 წლის დადგომიდან დღემდე 151 ვაჟი და 95 გოგო გაჩნდა".-თქვეს ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიაროში.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021 წელის განმავლობაში 1595 ბავშვი დაიბადა. მათგან 847 მამრობითი, ხოლო 741 მდედრობითი სქესის. რაც 2020 წლის სტატისტიკაზე შვიდი ბავშით ნაკლებია.

Print