მეორე ქესალოში, კაპანახჩსა და ილმაზლოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყოფა არ იგეგმება
მარნეულის 84 სოფლის უმრავლესობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ყოველდღიურობის ნაწილია.

მუნიციპალიტეტის ათასობით მოსახლეს საჯარო ტრანსპორტზე წვდომა არ აქვს. ერთ-ერთი ასეთი მოსახლე სოფელ ილმაზლოს მკვიდრი ბილალ მეჰდიევია. ბილალი სოფელში არსებულ პრობლემათაგან უმთავრესს საჯარო ტრანსპორტის არარსებიბას ასახელებს. ამბობს, რომ სოფლის მოსახლე მარნეულში წასასვლელად ან მდიდარი უნდა იყოს, ან ძალიან ენერგიული, რადგან მარნეულამდე ჩამოსვლა სიძვირესთან და ენერგიასთანაა დაკავშირებული.


მეჰდიევი აცხადებს რომ ბოლო დორს საწვავიც გაძვირებულია. ამ შემთხვევაში სოფლიდან მარნეულში წასასვლელად ყველაზე მინიმუმ 25-30 ლარის საწვავია საჭიროა.


„სოფელში წლების წინ იყო მარშრუტკა, მაგრამ კერძო იყო. რამდენიმე წელია რაც ყველა მარნეულში პირადი მანქანით მიდის. მარშრუტკით ვისაც უნდა წასვლა გიორარხში, აზიზკენტის გზამდე მიდის. აღნიშნული სოფლის გზის ბოლოს მარშრუტკა მოდის. იქამდე ვისაც სურს წასვლა თავისი მანქანით უნდა წვაიდეს. თუ ჰყავს ნათესავი ის, თუ არ ჰყავს მაშინ ოჯახი აცილებს იქიდან. ქეშალო, კაპანახჩი, მეღვინეობის მეურნეობა - ამ მიმართულებებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაა. მხოლოდ ქესალოშია“.

მეჰდიევმა საუბრისას განაცხადა, რომ ვისაც პირადი მანქანა არ ჰყავს იძულებულია გზაში ვინც შეხვდება იმას გაჰყვეს ან ტაქსით წავიდეს. ამიტომაც ისინი დამატებით თანხას იხდიან. ამბობს, რომ დღემდე რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის ორგანოებს. მეჰდიევი აცხადებს, რომ ასაკოვანი თაობისთვის მარნეულში წასვლა უფრო რთულია.


დღემდე მარნეულის სოფელ პრიველ ქესალოს, ქეშალოს, კაპანახჩის, ილმაზლოს და ალგეთის მეღვინეობის სოფელბში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ყოფილა. სოფლებს შორის მხოლოდ პირველი ქესალოდან დღის განმავლობაში ერთხელ, 08:30 საათზე, გადის მარშტურკა. იგივე მარშრუკტა კი დაახლოებით 2 საათზე უკან ბრუნდება.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის "ავტოპარკის" ხელმძღვანელმა გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მეორე ქესალოს, კაპანახჩის, ილმაზლოს, ქეშალოსა და ალგეთის ღვინის მეურნეობის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნას არ აპირებენ.
"ტრანსპორტის საკმარისი რაოდენობაც არაა, მანძილიც ძალიან დიდია და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ სოფლების რუსთავში დადის. მოქალაქეებიც ნაკლებად სარგებლობენ ჩვენი ტრანსპორტით".
გიგა ჯალაღონიას განმარტებით, ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობის მარნეულთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა ახლა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდგომ კი შესაძლოა "ავტოპარკმა" მარნეული-ალგეთის ღვინის მეურნეობის მიმართულებით ავტობუსი დანიშნოს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები