როდის აღნიშნავენ რამაზანის დღესასწაულს - განმარტება

2022 წელს, სატრონომიული დაანგარიშების მიხედვით, რამაზანის თვე, სავარაუდოდ, 2 მაისს აღინიშნება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა განაცხადა, რომ რამაზანის თვის დაწყება მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული, რის გამოც რამაზანის თვის დაწყება ახალი მთვარის გამოჩენაზეა დამოკიდებული.

„წელს ასტრონომიული დაანგარიშებით სავარაუდოდ რამაზანის თვე 2 მაისს დაემთხვევა. ასე რომ 1 მაისს ღამეს ოპტიკური მოწყობილობებოთ ახალი მთვარის ნახვა შესაძლებელი იქნება, მაგრამ როგორც ყოველ წელს ვეუბნებით, უფრო დაზუსტებით, ჩვენთან ახლოს გეოგრაფიული ადგილებში მთვარის გამოჩენა 1 მაისს იქნება ცნობილი“ - თქვა რამინ იგიდოვმა

რამინ იგიდოვმა აღნიშნა, რომ ისლამში სრულწოლოვან ასაკს მიღწეულმა და შესაძლებლობის მქონე პირმა რამაზანოს ბოლო დღეს ფიტრე უნდა გასცეს.

აღნიშნული ფიტრე მარტოხელა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებს უნდა მისცენ.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია