26 მაისისათვის მარნეულის შესასვლელში 22 მეტრიან დროშას აღმართავენ
28 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად ერთი საკითხი იყო გატანილი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. საკითხის განსახილველად საკრებულოს მარნეულის მერმა კენან ომაროვმა მიმართა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომაზე 26 მაისისათვის მარნეულში დროშის დაკიდების საკითხი განიხილეს. ბერიძის განმარტებით, საქართველოს დროშა მარნეულის შემოსასვლელში განთავსებულ აბრასთან „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ აღიმართება. დროშის ბოძის სიმაღლე 22 მეტრამდე იქნება.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა რის გამოც ჯერ უცნობია თუ რამდელი ლარის გადახდა მოუწევს მუნიციპალიტეტს 26 მაისისათვის საქართველოს დროშის აღმართვაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია