სოფელ ქურთლიარში რამაზანის დღესასწაული აღნიშნეს (ფოტო)

დღეს, 2 მაისს, რამაზანის თვის დასრულებასთან დაკავშირებით სოფელ ქუთლიარის მეჩეთში სადღესასწაული ლოცვა ჩატარდა.

სოფლის მეჩეთის იმამმა თეიმურ გახრამანოვმა რამაზანის დღესასწაულის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა.

სადღესასწაულო ლოცვის შემდგომ მოსახლეობამ რამადანი ერთმანეთს მიულოცა, შესაწირად დაკლეს ცხვრები, ხოლო ხორცი სოფლის გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგეს. ცხვრების შესაძენად თანხა სოფლის მოსახლეობამ და საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქუთლიარელებმა შეაგროვეს.

გარდა ცხვრის ხორცისა, გაჭირვებულ 50 ოჯახს პროდუქტები და ფქვილი გადასცეს.

რამაზანის დღესასწაული წელს 2 მაისს დაემთხვა. აღსანიშნავია რომ ზოგიერთ ქვეყანაში დღესასწაული სამ მაისს აღინიშნება. რამაზანის თვე 2-3 აპრილიდან დაიწყო, მუსლიმური სამყარო ამ დროს იცავს ყველაზე ძლიერ მარხვას, რა დროსაც საკვებს მხოლოდ მზის ჩასვლის შემდგომ მიიღებენ.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები