რა ღირს ბოსტნეულის ჩითილი მარნეულის ბაზარში
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო სამუშაოები,  აქტიურად მიმდინარეობს . მაისის თვეში ადგილობრივებს ბოსტნეულის ჩითილები ღია გრუნტზე გადააქვთ. რა ღირს ბოსტნეულის ჩითილი მარნეულის ბაზარში და ყველაზე დიდი მოთხოვნა ბოსტნეულის რომელ კულტურაზეა, ამის შესახებ რადიო ,,მარნეულმა" მოვაჭრეები გამოკითხა.

,, ძირითადად არის პომიდვრის, კიტრის და წიწაკის ჩითილებზე მოთხოვნა. ასევე ბადრიჯანი და კომბოსტო. დღის განმავლობაში მყიდველიც არის და მოთხოვნა წინა წელთან შედარებით უკეთესია"- ამბობს მოვაჭრე

,,ძირითადი მოთხოვნა არის პომიდორზე და კიტრზე, მე მაგალითად კიტრს 50 თეთრად ვყიდი რადგან ჯერ პატარებია, ასევე მაქვს შეკონილი პომიდორი და წიწაკები, კონაში დაახლოებით 25 ცალი ძირი ნერგია და ერთ კონას 3-4 ლარად ვყიდი, ჯერ-ჯერობით მყიდველი არის".-თქვა მოვაჭრემ

მარნეულელ ფერმერს ფრიდონ ქველაძეს წლებია ჩითილების მეურნეობა აქვს. ამბობს, რომ თესლს თებერვალში თესავს, ბოსტნეულის ჩითილი გასაყიდად მაისის დასაწყისში გამოაქვს.

,,თებერვალში ვთესავ გამოყვანილ თესლს. ძირითადად კვალსათბურებში, ჯერ წიწაკის და ბადრიჯნის თესლს ვთესავთ და ცოტა მოგვიანებით პომიდორს და კიტრს. ამის შემდეგ ბევრი პროცედურების გავლა უწევს ამ ჩვენს ჩიტილებს, უნდა გამოეცალოს ბალახი სათითაოდ. მორწყვა და ჰაერი საჭირო რაოდენობით სჭირდება. ამ ეტაპზე უკვე გასაყიდად გავიტანეთ ვარდისფერი და წითელი პომიდორი, სამწნილე, ბულგარული და მწარე წიწაკის ნერგები, ასევე კიტრის ორი ჯიშის ნერგი. ყოველ წელს კარგად იყიდბა ჩვენი ჩითილები".- ამბობს მეურნე

ამ ეტაპზე ჩითილების ფასი მარნეულის ბაზარში ასეთია:

-კომბოსტოს ნერგი ერთი კონა 2ლარი(კონაში დაახოებით 50ძირი ჩითილია )
-ბულგარული წიწაკა 10თ
-მწარე და სამწნილე წიწაკა 10 თ
-პომიდორი წითელი 20თ
-პომიდორი ვარდისფერი 40თ
-კიტრი 1ლ ან 50 თ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები