მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ვეტერანთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მარნეულელი ვეტერანი სპორტსმენები , ზაზა დავაძე და სანდრო იაკობაშვილი, პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. როგორც მარნეულის სპორტული სკოლის ვეტერანი ძიუდოისტები, რადიო ,,მარნეულთან" ამბობენ, აღნიშნული შეჯიბრისთვის დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. სანდრო იაკობაშვილი მარნეულის სპორტულ სკოლაში ძიუდოს მწვრთნელია, ამბობს რომ ეს გამარჯვება მოსწავლეებს მიუძღვნა.

,,მომიწია სულ ორი შეხვედრის ჭიდაობა, მონაწილეობდნენ ვეტერანი ძიუდოსიტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს გამარჯვემა მე ყველა ჩემს მოსწავლეს მივუძღვენი, მივეცი მაგალითი, რაც შეიძლება დიდი ხანი იყვნენ სპორტში და წარმატებები ვუსურვე. ვეტერანებს შორის ამ შეჯიბრს უკვე მესამე წელია ვჭიდაობ".- თქვა იაკობაშვილმ

სანდრო იაკობაშვილი და ზაზა დავაძე მაისის ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. დავაძის თქმით, ამ შეჯიბტზე მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანი იყო.

,,მსგავს შეჯიბრში მონაწილეობა მეორედ მივიღე, პირველად მეორე ადგილი ავიღე, ახლა კი პირველი. მნიშვნელოვანია რათქმაუნდა ეს გამარჯვება. რადგან ამის შემდეგ დიდი შეჯიბრები ევროპა და მსოფლიო შეჯიბრები იქნება. ამ შეჯიბ რისთვის განწყობა მქონდა ისეთი, რომ უნდა მომეგო".- თქვა დავაძემ

აღნიშნული შეჯიბრი ოთხ მაისს გაიმართა. ჩემპიონატზე მონაწილეობას მარნეულიდან ზაზა დავაძისა და სანდრო იაკობაშვილის გარდა, რზა აბასოვი, შალვა ჟორჟოლიანი და ვაჟა მუმლაძეც იღებდნენ რომლებმაც საპრიზო კატეგორიები მოიპოვეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები