მარნეულის მერიამ ვეტერანებს 208 ლარის ნობათი გადასცა მემორიალები კი 1 398 ლარის გვირგვინებით შეამკო
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9 მაისს მემორიალების ყვავილების გვირვინით შესამკობად გამარტივებული ხელშეკრულება ფიზიკურ პირ ხათუნა ფალავანდიშვილთან გააფომრა. მარნეულის მერიამ ფალავანდიშვილისაგან ყვავილების სამი გვირგვინი შეიძინა. თითოეული გვირგვინის ღირებულება 466 ლარია, სამივეში კი მერიამ 1 398 ლარი გადაიხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა. ეს ომი კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ყველაზე სისხლისმღვრელი და გამანადგურებელი მოვლენა.
საქართველოდან წასული, ათიათასობით მეომარი ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე.
მებრძოლთაგან ბევრი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო დაბრუნებულთაგან უმეტესობა ჩვენს გვერდით აღარაა“.
- აღნიშნულია ყვავილების გვირგვინის შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა დღეს, 9 მაისს, მარნეულში არსებული მემორიალები მოინახულეს. რაიო „მარნეული“ გასული კვირიდან ცდილობდა გაერკვია თუ როდის გეგმავდა მერია მემორიალების მონახულებას, რათა ღონისძიება გაგვეშუქებინა. დღეს დილიდან რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტები ცდილობდნენ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მაგრამ ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. რადიოს ზარებს არ უპასუხეს მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემაც.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ორ ვეტერანს მარნეულის მერიამ 208 ლარის და 30 თეთრის ნობათი შეუძინა, ხოლო მემორიალების გვირგვინებით შესამკობად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1 398 ლარი დახარჯა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები