მარნეულის მუნიციპალიტეტმა კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა კრივში 2022 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მოსწავლეთა შორის უმასპინძლა , სადაც მარნეულელმა სპორტსმენებმა: როიალ ბადალოვმა და ფაზილ სულთანოვმა მეორე, ხოლო გიორგი მირზოიანმა მესამე ადგილი დაიკავა. ტურნირზე მარნეულიდან სულ 14 მოკრივე იღებდა მონაწილეობას.

ტურნირზე გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომლებიც შემდგომ საქართველოს სახელით იასპარეზებენ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში გვითხრეს, ჩემპიონატში მონაწილეობას სულ 28 მუნიციპალიტეტის 170-მდე მოკრივე იღებდა.



Print