მარნეულის კულტურის ცენტრში ხოჯორნის სკოლის ორგანიზებით მუსიკალური კონკურსი გაიმართა
დღეს 10 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, მუსიკალური კონკურსი სახელწოდებით ,,და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის, ქართული ენის პედაგოგი, ლალი მარგიანი რადიო ,,მარნეულთან" ამბობს, რომ კონკურსის მიზანი, არაქართულ თემში, ესთეტიკური ჯგუფის საგნების და ქართული ენის პოპულარიზაციაა.

,,დღევანდელი დღე მარნეულის კულტურის ცენტრში გახლავთ მარნეულის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი სკოლების მომღერალ მოსწავლეთა დღეა. კონკურსი ხოჯორნის საჯარო სკოლის და ჩემი ორგანიზებულია. სულ მონაწილეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლა: შაუმიანის N3, ზემო სარალის, შულავერის N2, მარნეული N8, დამია გეორარხის, გიულ-ბახის და საბირქენდის საჯარო სკოლები. მოსწავლეების გარდა კონკურსში ჩართული არიან არაქართულენოვანი მასწავლებლები რომლებიც ქართულ სიმღერას შეასრულებენ".- განაცხადა ლალი მარგიანმა

ორგანიზატორის განმარტებით, კონკურსანტებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის ოთხი წევრი, რომლებიც გამარჯვებულებს საჩუქრებით დააჯილდოვებენ. ღონისძიების პარალელურად, მიმდინარეობს მოსწავლეების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
ორანიზატორის ლალი მარგიანის თქმით, დღვანდელი ღონისძიება არის საპილოტე და შესაძლოა, მომავალში უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.
მუსიკალურ კონკურსს ესწრებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები