ჰაჯში წასვლის მსურველების საყურადღებოდ - რეგისტრაცია დაიწყო სრულიად
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში 2022 წელს, ჰაჯში წასვლის მსურველებისთვის საბუთების მიღება უკვე დაიწყო. ამის შესახებ რადიო ,,მარნეულს“ ინფორმაცია სამმართველოდან მიაწოდეს, რის მიხედვითაც საბუთების მიღება, წელს 10 ივნისამდე (კვოტების შევსებამდე) გაგრძელდება.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

ბიომეტრიული პასპორტი (მინიმუმ 2– წლიანი მოქმედების ვადითა და 3 თავისუფალი გვერდით);
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში გაცემული მოქალაქის პირადობის მოწმობა - ID ბარათი (აღნიშნული ბარათის მოქმედების ვადა არ უნდა იწურებოდეს 2022 წლის ოქტომბრამდე);
ორი ფოტოსურათი 3X4;
კოვიდ 19-ის ბარათი, რომელშიც ასახული იქნება შემდეგი ტიპის ვაქცინები შესაბამისი დოზებით: სინოვაკი - სინოფარმა 2 დოზით; ფაიზერი - ასტრაზენეკა 2 დოზით; ჯონსონი 1 დოზით;
მატერიალური უზრუნველყოფის საფასური; მატერიალური უზრუნველყოფის საფასური შეადგენს 4300 $ აშშ დოლარს, რომელშიც შედის შემდეგი მომსახურება:
სავიზო მოსაკრებლები; ორმხრივი ფრენები (25 კილოგრამამდე ბარგით);
დაბინავება სასტუმროში (ოთხკაციანი ნომერი);
ყოველდღიური კვება;

შიდა ექსკურსიები (როგორც მექასა და მედინაში, ასევე მექადან მედინაში);

საბუთების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 10 ივნისამდე, ვიდრე კვოტების რაოდენობა არ შეივსება.

თითოული მომლოცველი ვალდებულია იქონიოს გამგზავრეამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

საკონტაქტო ტელეფონი: 577 622 909, 577 32 30 31 ჰაჯობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 18 – 22 დღით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები