მარნეულში ფეხბურთში მოზარდთა შორის ჩემპიონატი ჩატარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 2009-2010 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის , ფეხბურთში ჩემპიონ ლიგის, ჩემპიონატი ჩატარდა. როგორც რადიო ,,მარნეულს", მარნეულის ალგეთის მწვრთნელმა, გოჩა ტოროშელიძემ უთხრა, თამაში მარნეულის ალგეთის გუნდების წარმატებით დასრულდა.

,, თამაში აფხაზეთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა, 2009 წლიანებში ითამაშეს ალგეთი-ბოლნისმა და 2010 წლიანებში ალგეთი-თბილისმა. დიდების შეხვედრა 1-1 დასრულდა ხოლო პატარებში 6-0 ჩვენს სასარგებლოდ".-თქვა ტოროშელიძემ

მწვრთნელის თქმით მომდევნო თამაში ორშაბათს გაიმართება სადაც კვლავ 2010 წლიანი მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები