გამსახურდიას ქუჩაზე წყალმომარაგება დღეს აღდგება
ქალაქ მარნეულში, გამსახურდიას N1 ქუჩის მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე ოთხი დღეა არ მიეწოდება. რადიო „მარნეულს“ გამსახურდიას N1-ში მაცხოვრებლებმა განუცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ როდის აღუდგებათ წყალმომარაგება, სასმელი წყლის არარსებობა კი მათთვის პრობლემურია, რადგან ყოველდღიურად დიდი ოდენობით სასმელი წყლის ყიდვა უწევთ.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია გამსახურდიას N1-ში არსებულ სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ წყალმომარაგება ქუჩას დღეს, 16 მაისს, დღის განმავლობაში აღუდგებათ.

აღსანიშნავია, რომ გამსახურდიას N1-ის მაცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა აწყხებთ. 2021 წლის დეკემბერში ხუთსართულიან კორპუსებს სასმელი წყალი ერთი კვირის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, წყალმომარაგება კი 15 დეკემბერს აღუდგათ. როგორც მაშინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განაცხადეს, წყლის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც სატუმბო სადგურს შეექმნა პრობლემა და წყლის წნევამ დაიწია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია