სად უნდა აიღონ ფერმერებმა 300 ლარიანი აგრო ბარათები
საქართველოს მთავრობამ, 0.25-დან 1.25 მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო . მიწაზე სუბსიდიის მოცულობა 1ჰექტარზე 300 ლარით განისაზღვრა. ვის უნდა მიმართოს ფერმერმა აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის, ამის შესახებ რადიო ,,მარნეული" სოფლის განვითარების საგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპატრამენტის, ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი ხოზრევანიძეს ესაუბრა. როგორც მან გვითხრა პირველ ეტაპზე, ბენეფიციარმა უნდა მიაკოთხოს ლიბერთი ბანკს, სადაც ოპერატორები გაუწევენ მომსახურებას.

,, ამ პროგრამის განხორციელებას, უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკი ყველა მუნიციპალიტეტში. პოტენციური ბენეფიციარების სიები გადაცემულია აღნიშნულ ბანკში, რომელიც ეტაპობრივად რიცხავს აგრო ბარათებზე და ეტაპობრივად გასცემს ბენეფიციარებზე, ბენეფიციარმა აღნიშნულ ბანკში უნდა მოითხოვოს კუთვნილი აგრო ბარათი, ამ ბარათზე იქნება ქულა დარიცხული, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს აკრედიტირებულს მაღაზიებში, რომელ მაღაზიაშიც იქნება მისთვის მოსახერხებელი. შესაძლებელია ფერმერთა რეესტრშიც მოხდეს ასახვა, იქვე ბანკის თანამშრომელი გადაამოწმებს ამას, თუ არ დაფიქსირდება ფერმერი აღნიშნულ რეესტრში, იქვე მარტივი კითხვარის შევსება მოუწევს მაგალითად რას აწარმოებს და ა.შ. თვითონ ოპერატორი მოემსახურება ბენეფიციარს, ის გააკეთებს გამოკითხვასაც და ასახვას შესაბამის პორტალზე".- თქვა ხოზრევანიძემ

აღნიშნული პროგრამის მიხედვით, თუ ფერმერს 0.25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს, ის სუბსიდიის სახით 75 ლარს მიიღებს, ნახევარი ჰექტარი მიწის არსებობის შემთხვევაში კი 150 ლარს.

იმ ფერმერებს, რომლებიც გასულ წლებშიც იღებდნენ სახელმწიფო სუბსიდიას განმეორებით ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირება არღარ მოუწევთ, ხოლო მათ ვისაც რეგისტრაცია არააქვს გავლილი და არც ლიბერთი ბანკში არ გაუვლია ეს პროცედურა, შეუძლია სოფლის განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501-ზე დარეკოს და ასე გაიაროს რეგისტრაცია.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, სუბსიდირების პროგრამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს, ბიუჯეტი კი 35 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგრამა 2022 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები