ოფრეთის, ჩანახჩის და ახკერპის ერთადერთმა ავტობუსმა მუშაობა განაახლა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში, ჩანახჩსა და ახკერპში საჯარო ტრანსპორტი დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში არ მოძრაობდა. რადიო „მარნეულმა“ 11 მაისს მოამზადა მასალა, სადაც სოფლ ოფრეთის მოსახლეობა საჯარო ტრანსპორტის არარსებობის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობდა.

ოფრეთში მცოვრებ ორმოცდაათამდე ადამიანს მარნეულამდე ჩასვლა კვირის სამი დღის განმავლობაში შეეძლო. სამშაბათს, ოთხშაბათს და კვირას სოფლის ერთადერთი ავტობუსი ივსებოდა და ოფრეთელები მარნეულში პროდუქტის და წამლდების საყიდლად და ექიმთან თუ ბანკში ვიზიტისათვის ჩამოდიოდნენ. სამი კვირის განმავლობაში ოფრეთელებს მარნეულამდე ჩამოსვლა საჯარო ტრანსპორტის არარსებობის გამო უჭირდათ, რადგან მოსახლეობის უმეტესობას ტაქსისათვის მისაცემი 60 ლარი არ ჰქონდა. მოსახლება ამბობს, რომ უტრანსპორტობამ ყოფითი პრობლემები გაურთულათ. ზოგჯერ მათთან პროდუქტების მანქანა ადის, მაგრამ ყველაფერს ორმაგი ფასები აქვს და ხშირად ვერ ყიდულობენ.

11 მაისს რადიო „მარნეულს“ მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიგა ჯალაღონიამ განუცხადა, რომ ახკერპის მიმართულებით მოძრავი ერთადერთი ავტობუსი გაფუჭებული იყო, რომლის შეკეთებასაც დეფიციტში არსებული ნაწილების გამო ვერ ახერხებდნენ. ჯალაღონიამ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული მიმართულებით სხვა ტრანსპორტს ვერ გაუშვებდნენ, რადგან სოფელს რთული რელიეფი აქვს და ყველა ტრანსპორტი იქ გადაადგილებას ვერ შეძლებს.

დღეს, 16 მაისს, რადიო „მარნეულს“ მარნმეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ სოფელ ოფრეთის საჯარო ტრანსპორტის პრობლემა უკვე მოგვარებულია. როგორც მერიაში განმარტავენ, სოფელში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა კვირას, 15 მაისს, აღდგა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მარნეული-ახკერპის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მთლიანი ძრავის შეცვლა გახდა საჭირო, 15 მაისიდან კი საჯარო ტრანსპორტმა მოძრაობა ჩვეული რეჟიმით გააგრძელა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია