კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მარნეულში - ბოლო კვირის სტატისტიკა
მარნეულში ბოლო ერთ კვირაში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც რადიო ,,მარნეულს", მარნეულის ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში უთხრეს, ორივე ინფიცირებული, ადგილობრივ კლინიკაში გადის მკურნალობას. მათივე თქმით მარნეულში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სამ კლინიკაშია შესაძლებელი.

,,ბოლოს 13 მაისს დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა, ორივე პაციენტი ავერსის კლინიკაში მკურნალობს. არის იშვიათი შემთხვევები, ზოგს ისე უფიქსირდება ვირუსი, რომ სინპრომები არც აქვს. ისევ გრძელდება სკოლების და ბაღების თანამშრომლების გატესტვა, ასევე პაციენტები იტესტებიან ავერსის, ჯეო ჰოსპიტალსის და მად ი მედის კლინიკებში ".
-

მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მარნეულში, სამ კლინიკაშია შესაძლებელი: მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში და ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო სახლში, ასევე კლინიკა ადიკში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები