მარნეულის მერიამ 26 მაისისათვის დროშის აღსამართად 13 585 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 26 მაისის აღსანიშნავად ქალაქის შესასვლელში 20 მეტრიანი დროშის აღმართვა გადაწვიტა. დროშის აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუინიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღო.

მარნეულის მერიამ დროშის აღსამართად გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთნხმება გააფორმა.

„მოგეხსენებათ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
სახელმწიფოს სუვერენიტეტის სიმბოლო გახდა სახელმწიფო დროშა.
მიზანშეწონილად მიმაჩნია, მიმდინარე წლის 26 მაისამდე, ქალაქ მარნეულის შემოსასვლელში, 26 მაისის ქუჩაზე, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარედ, შემაღლებულ ბორცვზე აღიმართოს 20-21 მეტრი სიმაღლის ეროვნული დროშა, როგორც დამოუკიდებელი, დუვერენული სახელმწიფოს სიმბოლო“.
- აღნიშნულია დროშის შესყიდვის მოხსენებით ბარათში

20 მეტრის სიმაღლის დროშა ქალაქ მარნეულის შესასვლელში, აბრის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" მიმდებარედ, დაიდგმება. მარნეულის მერიამ დროშის აღმართვისათვის 13 585 ლარი დახარჯა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები