2022 წლის "მოყვარულთა თასის“ ჩემპიონატი იწყება
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლებით, იწყებს „მოყვარულთა თასი“-ს 2022 წლის ჩემპიონატს.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, „მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ.

ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან. გუნდმა განაცხადში უნდა შეიყვანოს არანაკლებ 16 და არაუმეტეს 30 ფეხბურთელი; მათ შორის ორი მეკარე. გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც დაუშვებელია ამავდროულად იყოს გუნდის მწვრთნელი ან ფეხბურთელი.

მსურველებმა უნდა გააგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა მეილზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

საკონტაქტო პირი: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი - დავით ნაზღაიძე.

ტელ: 595-96-14-23; 595-96-87-77
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.

რადიო "მარნეული"
Print