ჩეხეთში გასამართ ფესტივალზე გასამგზავრებლად მარნეულის კულტურის ცენტრმა 34 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ ავიაბილეთების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ მიწვეულია XXXIII საერთაშორისო ფოლკლორის, ცეკვის, და მუსიკის ფესტივალზე „პრაღის ვარსკვლავი 2022”, რისთვისაც ანსამბლის 31 წევრი პრაღაში უნდა გაემგზავროს.

მარნეულის კულტურის ცენტრმა 34 000 ლარის ღირებულების ტენდერი ანსამბლ „იბარია“-ს 31 წევრისათვის ბილეთებისა და ბარგის შესაძენად გამოაცხადა.

„საჭიროა 31 მოცეკვავისთვის ავიაბილეთების შეძენა შემდეგი მიმართულებით:
ფრენა მიმართულებით: 06.08.2022 წ ქუთაისი–ვენა,
დაბრუნება: 12.08.2022 წ პრაღა–ქუთაისი.
ბარგი 6 ერთეული(თითო 32 კგ). ბარგში გათვალისწინებულია მოცეკვავეების სასცენო-ქორეოგრაფიული კოსტიუმები“.
- აღნიშნულია კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერის აღწერაში

მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 30 მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ კულტურის ცენტრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი 65 000 ლარით 13 მაისს გაეზარდა. საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ კულტურის ცენტრისათვის გამოყოფილი თანხის ნაწილი ანსამბლი „იბერიის“ ტრანსპორტირების ხარჯებს, ხოლო ნაწილი კი დაგეგმილ აქტივობებსა და მიმდინარე საჭიროებებს მოხმარედებოდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია