მარნეულის 74 სკოლიდან ექთანი მხოლოდ შვიდ სკოლაშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სკოლაში, რომლსაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, გასულ კვირას, უფროსკლასელი მოსწავლე შეუძლოდ გახდა და პედაგოგებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლას ექთანი არ ჰყავს, რის გამოც მოსწავლისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა თავად მოუწიათ.

,,გამოძახების შემდეგ, გადმოგვირეკეს და გვითხრეს, რომ ადგილზე არ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, გამოძახებაზეა გასულიო, თუ შეგიძლიათ თვითონვე გადაიყვანეთ პაციენტი საავადმყოფოშიო. ბავშვს მასწავლებლებმა გავუწიეთ ადგილზე პირველადი დახმარება, როგორც შეგვეძლო და შემდეგ გადავიყვანეთ კლინიკაში". - თქვა პედაგოგმა

გამომდინარე იქიდან რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დამხარების მხოლოდ 5 მანქანა ემსახურება, რადიო "მარნეული" დაინტერესდა თუ რამდენ სკოლას ყავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მსგავ სიტუაციაში შეძლებდა მოსწვალისთვის ან მასწავლებელისთვის, პირველადი დახმარების გაწევას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ალი გახრამანოვის თქმით, 74 საჯარო სკოლლიდან ექთანი, მხოლოდ შვიდ სკოლაშია. სასწავლო დაწესებულებებში, აღნიშნული პრობლემა სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მოგვარდება, მისი თქმით, პირველ ჯერზე, ექიმის ოთახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.

,,სამინისტრომ ჩვენი სკოლებიდან მოითხოვა ინფორმაცია, უნდა დაიწყოს სარემონტო სამუშაოები მოეწყოს ექიმის ან ექთნის კაბინეტები. ამ ეტაპზე ექიმი გვყავს: ქეშალოს, აღმა მედლოს, სადახლოს N1, მარნეულის N1, მარნეულის N6, მარნეულის N5 და ჯანდარის საკარო სკოლებში. ჩვენ სამინისტროში სკოლების შესახებ მივაწოდეთ ინფირმაცია, სადაც არ არის ექიმი და შედგომ თავიანთი გადაწყვეტილებით შეარჩევენ, სკოლებში ექთნებისა და ექიმებისთვის ოთახების სარემონტო სამუშაოები, შესაძლოა უკვე დაიწყოს და სეტემბრისთვის მზად იყოს, ამის შემდეგ კი გამოცხადდება სკოლის მხრიდან ვაკანსია". - გვითხრა გახრამანოვმა

2021 წელს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხინკელმა განაცხადა, რომ მოსწავლის ჯანრთელობას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიენიჭოს. მისი თქმით საქართველოს მაშტაბით 648 სკოლა არის აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტებით და 2022 წლის ბოლომდე, საქართველოში არსებულ ყველას სკოლაში, უნდა მოეწყოს სამედიცინო სივრცე.

22 მარტს ხელი მოეწერა ბრძანებას სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის განსაზღვრის შესახებ. სტანდარტი ადგენს, როგორც ექიმის ისე ექთნის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ექიმს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერთიფიკატი, შემდეგი სპეციალობებიდან რომელიმეში: ,,პედიატრია, საოჯახო მედიცინა", ხოლო ექთანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული უმაღლესი განათლება და ახორციელებდეს ექიმის დამხმარე საქმიანობას დადგენილი კომპეტენციით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები