10 ბარათი გენდერული თანსწორობისთვის - N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს
დღეს 31 მაისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში , მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტის ,,10 ბარათი გენდერული თანასწორობისთვის", პრეზენთაცია გაიმართა. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს გენდერულ საკითხებზე და დისკრიმინაციაზე. როგორც მოსწავლეები რადიო მარნეულთან ამბობენ, მსგავს შეხვედრებს სამომავლოდ კიდევ სამ სკოლაში გეგმავენ.

,,დღეს აქ მყოფებს გავაცანით ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაცია, თითოეულ ბარათზე არის წიგნები, გენდერული დისკრიმინაციის მაგალითები და ა.შ. გვინდა, რომ აქ მოწვეულ ბავშვებს გავაცნოთ ინფორმაცია, გენდერული საკითხების შესახებ. შევარჩიეთ 3 სკოლა, სადაც გავმართავთ შეხვედრას. ესენია სომხური, ქართული და აზერბაიჯანული სკოლები და შესაბამისად ჩვენი ბართებიც გვაქვს სამ ენაზე დაბეჭდილი".- თქვა აქბან მახმუდოვმა

,,ეს ბარათები არის ძალიან კარგი ახალგაზრდებისთვის, მათ პირდაპირ გადავცემთ გასაღებს, როგორ დაამსხვრიონ გენდერული თანასწორობის სტერეოტიპები, ჩვენი სკოლის ჩართულიბა არის ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი, რაც უფრო ბევრი ბავშვი ჩაერთვება ამ საკითხების მოგვარებაში, რაც უფო ბევრი დისკუსია წამოვა ამ საკითხების მოგვარებაში უფრო მალე მოგვარდება ეს პრობლემები". -თქვა სალომე გელაშვილმა

პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების თქმით, პროექტის მიზანი, გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები