მარნეულში 1 ივნისს ღონისძიება გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით,
მარნეულელ პატარებს გასართობ შოუ-პროგრამაზე ეპატიჟება. აღნიშნულის
შესახებ ინფორმაციას, კულტურის ცენტრის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
,,გეპატიჟებით მრავალფეროვან გასართობ შოუ-პროგრამაზე.
სპეციალურად მარნეულელი ბავშვებისთვის:
იტალუირი ქუჩის წარმოდგენა, მარნეულის კულტურის ცენტრის ვოკალური
სტუდიის აღსაზრდელები და ბენდი MidNight ". - წერია
ცენტრის ფეისბუქ გვერდზე
ღონისძიება მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში 13:00
საათზე დაიწყება.