მარნეულში 1 ივნისს ღონისძიება გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი , პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით, მარნეულელ პატარებს გასართობ შოუ-პროგრამაზე ეპატიჟება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კულტურის ცენტრის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

,,გეპატიჟებით მრავალფეროვან გასართობ შოუ-პროგრამაზე. სპეციალურად მარნეულელი ბავშვებისთვის:
იტალუირი ქუჩის წარმოდგენა, მარნეულის კულტურის ცენტრის ვოკალური სტუდიის აღსაზრდელები და ბენდი MidNight ".
- წერია ცენტრის ფეისბუქ გვერდზე

ღონისძიება მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში 13:00 საათზე დაიწყება.

Print