ყვავილების შეძენა დაავადებული ბავშვის დასახმარებლად გრძელდება
29 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის ორგანიზებით, ყვავილების საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებიდან შემოსული 700 ლარი სოფელ თამარისში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს, შვილის სამკურნალოდ გადაეცემა. როგორც მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ლამარა ბოლქვაძე ამბობს, ქველმოქმედებაში ჩართვა მსურველ ადამიანებს ამ ეტაპზეც შეუძლიათ.

„მოსწავლეები აკალმებენ, თესავენ, ზრდიან და უვლიან ყვავილებს და წელიწადში ორჯერ, ჩვენ ვატარებთ ფესტივალს. შემოსული თანხით ვეხმარებით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს. წლევანდელ ფესტივალზე გადასაცემი თანხა გვაქვს 700 ლარი. ეს თანხა გადაეცემა მრავალშვლიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ. ყვავილები არის ჯერ კიდევ. თუ ვინმეა მსურველი, დაგვიკავშირდეს, მობრძანდნენ. არც ისე ძვირია და მიიღონ კეთილ საქმეში მონაწილეობა“ - ამბობს ლამარა ბოლქვაძე

ეს პირველი აქტივობა არაა, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების ეკოკლუბი საქველმოქმედო ფესტივალს მართავს. ამ მიზით, წლებია მასწავლებლები და მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ.

გთავაზობთ მარადისში მისასვლელ მარშრუტის ბმულს


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები