ექვსწლიანი პაუზის შემდეგ "იბერიამ" პირველი სოლო კონცერტი გამართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „იბერიამ“ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სოლო კონცერტი გამართა.

ღონისძიება კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა. მოცეკვავეები მაყურებლების წინაშე სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ. შესრულდა დავლურ-ქართული, ფარცა, აჭარული, ხორუმი, ყაზბეგური, ნარნარი სვანური, ქალთა-მთიულური, კინტაური, ჯეირანი, ოსური, აფხაზური, სამაია , ილოური და მთიულური ცეკვები.



„ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უემოციურესი დღეა. ექვსი წლის შემდეგ ჩვენ ისევ შევეჭიდეთ გამოწვევას და ვიცეკვეთ სოლო კონცერტი. არცერთ საქებარ სიტყვას მე პირადად არ მივიღებ ჩემზე იმიტომ, რომ ეს არის თითოეული მარნეულის კულტურის ცენტრის დამსახურება და დღეს პირველ რიგში ეს არის ბესო კიპაროიძის და ნინო ქველაძის დამსახურება. ასევე იმ არაჩვეულებრივი ბავშვების, რომლებიც დღეს სცენაზე დაიხარჯნენ“
- თქვა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო შავიშვილმა



სოლო კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.



„ვიცი, რომ აქ სხედან ამ ნიჭიერი ბავშვების მშობლები, ოჯახის წევრები და განსაკუთრებული პატივით მინდა მოგესალმოთ. მადლობა ანსამბლ „იბერიას“ ეს არის მათი პროფესიონალიზმის შედეგი რაც ჩვენ აქ დღეს ვიხილეთ. მარნეულის მუნიციპალიტეტის როგორც მერია, ასევე საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და ყველა პირობა, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და მიაღწიონ დიდ წარმატებებს.“
- თქვა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ.



კონცერტის დასასრულს მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცეს.



მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კულტურის ცენტრის გადაწყვეტილებით, სოლო კონცერტი 1 ივნისსაც გაიმართება.


„იბერია“ მარნეულში 2011 დაფუძნდა. ანსამბლს აარაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონცერტში აქვს მიღებული მონაწილეობა.
კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მიწვეულია ჩეხეთში ფოლკლორის, ცეკვისა და მუსიკის საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალზე. ღონისძიება აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები