მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო
დღეს, პირველ ივნისს, მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. როგორც რადიო ,,მარნეულთან" ბაგა-ბაღების გაერთიაების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა თქვა, სააღმზრდელო დაწესებულებებთან დილიდანვე ხალხმრავლობაა და რეგისტრაცია დარღვევების გარეშე მინდინარეობს.  მისივე თქმით, მარნეულის საბავშვო ბაღებში წელს დაახლოებით 1 000 აღსაზრდელის მიღებას შეძლებენ.

,,მეორე ეტაპი 22 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება, მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, ვინც პირველად ვერ მოახერხა. წელს არის უკეთესი სიტუაცია. იხსნება პირველი ბაღი და წელს უნდა შეივსოს, აქ დაახლოებით 190 ბავშვის მიღება შეგვიძლია, საიმერლოს ბაღში დაახლოებით 40 ბავშვი, მესამე ბაღში სადღაც 100-ზე მეტი ბავშვის მიღება შევიძლია. ახლა ზუსტი რაოდებობა არ გვაქვს, მეორე ეტაპის შემდეგ გვეცოდინება რამდენი ბავშვი მივიღეთ სააღმზრდელო დაწესებულებებში". - თქვა ქარამოვმა

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღია, 2022 წელს სააღმზდელო პროცესი 11 საბავშვო ბაღმა განაახლა, რადგან ორში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობდა, ერთი კი ავარიულ მდგომარეობაშია. ზაურ ქარამოვის განმარტებით 2022-2023 წელს, სწავლა მარნეულის N 1 და სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებშიც განახლდება.

Print