დღეს, პირველ ივნისს, მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
აღნიშნავენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღნისძიება 11:00 საათზე მარნეულის
ცენტრალურ პარკში „კიდევაც დაიზრდებიან“ დაიწყო და 14:00 საათამდე
გაგრძელდა.
„ღონისძიებაზე „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“: მოეწყობა
გასართობი სივრცე, გასაბერი ბატუტით და ატრაქციონით, გაიმართება
მხიარული სტარტები და ანიმატორების შოუ. აქტივობები დასრულდება
კონცერტით“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
მარნეულის მერიასთან ერთად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის
აღსანიშნავად ღონისძიებები დაგეგმა მარნეულის კულტურის ცენტრმაც.
კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება 15:00 საათზე
დაიწყო. სტუმრებს ადგილზე დახვდათ იტალიური ქუჩის წარმოდგენა, ხოლო
ღონისძიება მარნეულის კულტურის ცენტრის ვოკალური სტუდიის
აღსაზრდელებმა და ბენდმა „Mead Night” დაასრულა.
რადიო „მარნეული“