ცხოველებში გავრცელებული 10-მდე დაავადების მკურნალობა სახლემწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ არის შესაძლებელი
სოფელ საიმერლოში მცხოვრებ ნაირა ხეხელაშვილს, 12 სული ძროხა ჰყავს. მისი თქმით, ცხოველების მოვლა, დიდ დროს, თანხას და ენერგიას მოითხოვს . გვიყვება, რომ ძროხებს კარგად კვებავს და მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რამდენად ჯანმრთელი ძროხები ჰყავს, ამიტომ კერძო ვეტერინართან კონსულტაციებს ხშირად გადის და წელიწადში ერთხელ, თორმეტივე მათგანს სისხლის საერთო ანალიზს უკეთებს, რის მეშვეობითაც არკვევს, რამდენად უსაფრთხოა მათი რძის ნაწარმი.

,, დიდი შრომაა საჭირო და ამ საქმით დაინტერესებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს ელემენტარული სამედიცინო დახმარების გაწევა. ამისთვის მე მედიკამენტები ყოველთვის მარაგში მაქვს. ზაფხულობით საქონელს უჩნდება ტკიპა და ამ შემთხვევაში თავად ფერმერმა უნდა მიხედოს. ასეთ დროს ჩვენ ვამუშავებთ ცხოველს. ასევე ზოგიერთი ბალახის ჭამის შემდეგ, ძროხას გაზები უგროვდებადა ხშირად ვერეტინარის მოსვლამდეც შეიძლება მოკვდეს ცხოველი, ამიტომ მე ყოველთვის მაქვს წამალი რასაც ამ დროს დავალევინებ. ივიათად მიწევს კერძო ვეტერინარის გამოძახება. იმ შემთხვევაში, თუ გაცივდა, ან მოიწამლა საქონელი და მე ვერ ვუმკურნალებ სპეციალისტის გარეშე. მომყავს ვეტერინარი წელიწადში ერთხელ რომელიც ვენიდან იღებს სისხლს და მიგვაქვს ლაბორატორიაში გადასამოწმებლად, რადგან დაავადება ბრუცელოზი შეიძლება 10 წელი ისე ატაროს ცხოველმა, რომ არანაირი სინპტომი არ ჰქოდეს".- თქვა ნაირა ხეხელაშვილმა


სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში ერთხელ, უფასოდ, 10 სხვადასხვა სახეობის ცხოველთა დაავადებაზე ახორციელებს ზედამხედველობას. პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის მასშტაბით 120, ხოლო მარნეულში 25 ვეტერინარი ჰყავთ რომლებიც ცხოველებს შესაბამის აცრებს უკეთებენ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ფრმერებს საშუალება აქვთ ვეტერინარიაში სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლონ.


,,მარნეულში 25 ვეტერინარიდან, 3 არის შტატში, დანარჩენი ხელშეკრუებით გვყავს, რომლებიც უასოდ ახდენენ ზედამხედველობას, ისეთ დაავადებებზე როგორიცაა: ჯილეხი, თურქული, ცოფი, ბრუცელოზი, პირუტყვის ჭირი, დერმატიტი და ა.შ. მარნეულის მუნიციპალიტეტში, სეზონური გადარეკვის დროს ცხოველების დამუშავება ხდება, გარეგან პარაზიტებზე. ფერმერები მოგვმართავენ ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ შეექმნებათ პირუტყვის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა, ჩვენი კომპეტენციის შესაბამისად ვახდენთ რეაგირებას. თუ ჩვენს კომპეტენციას სცდება ვამისამართებთ კერძო ვეტერინართან. ცხოველების მასიური დაცემების დროს, მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება. სამინისტროს აქვს ცხელი ხაზი 1501, რომელზეც დარეკვა არის უფასო და ყველა ფერმერი, აღნიშნულ ნომერზე აფიქსირებს პრობლემას, ჩვენ კი ვახდენთ რეაგირებას".- თქვა ლიპარტელიანმა

სახელმწიფო კონტროლის პროგრმით ვეტერინარიაში, გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია ცხოველთა, მათ შორის ცხოველთა დაავადებების თავიდან აცილების, ან გამოვლინებების შემცირებისკენ, და პროგრამით სარგებლობა ყველა ფერმერს შეუძლია.


Print