ევროპის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად ემილ ხალილოვი ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
ნოემბერში ქალაქ ანტალიაში ევროპის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართება. ტურნირში გარდაბნელი სპორტსმენი ემილ ხალილოვიც მიიღებს მონაწილეობას.

"საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის" თავმჯდომარე ტოფიგ აკბეროვი რადიო „მარნეულთან“ საუბროსას აცხადენს, რომ ემილ ხალილოვი საქართველოს ტაიბოქსინგის და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ყველაზე ცნობილი სპორტსმენებიდან ერთ-ერთია.

"როგორც იცით კიკბოქსინგი 2024 წლიდან ოლიმპიის თამაშებშია შეტანილი. ამიტომ 2023 წელს პოლონეთში ევროპის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიის მოსაპოვებლად ამ წლის ნოემბერში ქალაქ ანტალიაში ტურნირი გაიმართება. ტურნირზე ამ წლის მაისის თვეში სტამბოლში ჩატარებული შეჯიბრზე ხუთეულში მოხვედრილი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. ემილ ხალილოვიც ამ სიაშია და მონაწილეობის უფლება მოიპოვა. A კატეგორიაზე მებრძოლი ემილ ხალილოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების 63 კგ კატეგორიაზე ყველაზე რეიტინგული სპოეტსმენია. ბევრი შეჯიბრების გამარჯვებულია", - აცხადებს ტოფიგ აკბეროვი

აღსანიშნავია, რომ 28 მაისს თურქეთის ქალაქ ადანაში კიკბოქსინგის შეჯიბრი გაიმართა და ემილ ხალილოვმა გამარჯვება მოიპოვა. ის გარდაბანში მომქედი კლუბის ყარაჯალარის სპორტსმენია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები