ბოლნისის სოფელ კოჩულოში გზა დაიტბორა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩულოში (ჭაპალა) ერთ-ერთი უბანი დაიტბორა.

გზას, რომელსაც 12 ოჯახი იყენებს, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ადგილობრივების თქმით, დატბორვის მიზეზი არხში წყლის დონის მომატებაა. დახმარების სათხოვნელად შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართეს, თუმცა პრობლემა მოუგვარებელია.

„ღამის შემდეგ ასეა. ეს რკინიგზის ტერიტორიაა. ვერ ვმოძრაობთ. ბავშვები სკოლაში დადიან. ჩვენთან სამძიმარიცაა. როგრო წავიდეთ? წყალში როგორ გავიდეს ხალხი? არხიდან ძალიან ბევრი წყალი მოდის. ახლა გზა არ გვაქვს. რომელი მხრით წავიდეთ? - ამბობს ადგილობრივი.

როგორც სოფელ კოჩულოს წარმომადგენელი, თალეჰ აივაზოვა ამბობს, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია და პრობლემა მალევე მოგვარდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები