საქრთველოს ევროპული გზა - მარნეულელი ახალგაზრდებისთვის ლექცია ჩატარდა
დღეს, 3 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა საქრთველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი პროექტის „საქრთველოს ევროპული გზის“ მიხედვით. ღონისძიების ერთ-ერთი მომხსენებელი, ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი ამბობს, რომ ნიშვნელოვანია მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ევროპული ღირებულებები, რომელიც ძირითადად თანასწორობიაზე, სტაბილურობასა და მრავალფეროვნებაზე გადის.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოწვევაა ევროპელად ყოფნა, იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი, აშკარად გვიქადის ამ გზიდან გადახვევას და ეს გზა არ არის გუშინ გაყვანილი. ეს არის საქრთველოს დაბრუნება იმ კუთვნილ ოჯახში, რასაც დასავლური, ევროპული ოჯახი ჰქვია. დღეს კიდევ ერთი ღონისძება იმართება იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად გავისიგრძეგანოთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ოჯახის ღირებულებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის პოზიცია, რომ დიახაც ჩვენ გვინდა ევროკავშირი, გვინდა დასავლეთ ცივილიზაციასთან ახლოს ყოფნა, რადგანაც იგი თანასწორობის, სტაბილურობის, მრავალფეროვნების საწინდარია. ის ჭიდილები, რაც ახლა ჩვენ გვიწევს გავიაროთ, დასავლეთმა უკვე გაიარა საუკუნეების წინ და გვმართებს მათი გამოცდილება ერთგვარად გავიზიაროთ და განვახორციელოთ“ - ამბობს ოქტაი ქაზუმოვი

საქრთველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მნიშველოვანია ადამიანებს გავახსენოთ საქრთველოს ეროპული წარსული. ღონისძიების ფარგლებში მარნეულის ბიბლიოთეკაში მოეწყო საქართველოს ევროპული გზისადმი მიძღვნილი წიგნების კუთხე.



„ჩვენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩავდივართ და ადგილობრივ ახალგაზრდებთან, უფროს თაობასთან ვსაუბრობთ ქართულ-ევროპულ არჩევანზე, რომ ისტორიულად, საქრთველო იყო ევროპის ნაწილი - თუ რატომ იყო, როგორ იყო და რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება არა მხოლოდ მარნეულში, არამედ საქრთველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ძალინ საინტერესოდ განხორციელდება. რაც ყველაზე მთავარია, შედეგიანი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ღონისძიებასთან ერთად, ყველა ბიბლიოთეკაში ვხსნით საქრთველოს ევროპული გზისადმი მიძღვნილ წიგის კუთხეებს“
- ამბობს მირიან ხოსიტაშვილი 

3 ივნისს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე, დამსწრეებს ესაუბრა ევროპულ ღირებილებებზე, პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე.

„ამ პროექტის ფარგლებში დადიან ადამიანები და მსმენელებს მოუთხრობენ იმის შესახებ, რომ საქართველო იყო ევროპული სახელმწიფო, ჰქონდა ევროპული ინსტიტუტები, მაშინ როდესაც პირველ რესპუბლიკას ვაშენებდით. ამ ინსტიტუტების გახსენება მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია, რათა გავითავისოთ ევროპული ტრადიცია, რომელიც ერთხელ უკვე გვქონდა 100 წლის წინ“ - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური გამოფენა.


ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები