სურსათის ეროვნულმა სააგემტომ მარნეულში ცხრა ობიექტი დააჯარიმა მათ შორის ორი დახურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნულში ცხრა ობიექტი დააჯარიმა. როგორც, რადიო ,,მარნეულთან" სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, მირანგულა ლიპარტელიანი ამბობს, მარნეულში ძირითადად დარღვევები, ხორცის სარეალიზაციო მაღაზიებსა და ცხოველთა სასაკლაოზე დაფიქსირდა.

,,განხორციელდა გეგმიური და არაგეგმიური კონტროლი ქვემო ქარლში. მარნეულში იყო, ორი კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც 1000 ლარით დაჯარიმდა და საწარმო პროცესი შეჩერდა, ხოლო შვიდ შემთხვევაში, ეტიკეტის წესის დარღვევა და რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირება დაფიქსირდა". - თქვა ლიპარტელიანმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისში, ქვემო ქართლში სულ 22 ობიექტი დაჯარიმა.

Print