მარნეულში გველმა ორი ბავშვი დაკბინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ კლინიკაში, 2022 წელს, გველით დაკბენის სამი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც რადიო ,,მარნეულთან" ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკის, კლინიკური დიტექტორი, ტატა შენგელაია აცხადებს, ივნისის თვეში, სამედიცინო დაწესებულებაში, ქვეწარმავლით დაკბენის შემთხვევით, ორი პაცინტი მიიყვანეს, რომელთაგან ერთი ბავშვი იყო.

,, შუახნის ქალი გავწერეთ ორშაბათს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გადიოდა კურნალობას ჩვენს კლინიკაში. წინა კვირას ბავშვი მოიყვანეს,მისი მდგომარება მძიმე არ იყო, მაგრამ თბილისში ბავშვთა კლინიკაში გადავიყვანეთ". - თქვა შენგელაიამ

კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ავერსის კლინიკაში, გველის მიერ დაკბენის შემთხვევით, ორ ივნისს, 9 წლის ბავშვი მიიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ მცირეწლოვანს მკურნალობა ადგილზე გაეწია და იგი უკვე ბინაზეა გაწერილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ლაპერაძე, რადიო მარნეულთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა, მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსისა და ავერსის კლინიკებში ყოველთვის მარაგშია.
2021 წლის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში გველის მიერ დაკბენის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები