მარნეულელი ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის შესახებ სემინარი ჩატარდა
მარნეულელი ჟურნალისტებისა და არასამრთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის დღეს, 9 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრას ძირითადად ბეჭდური და ონლაინ მედიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მათ მიეწოდებათ ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზე, გვაქვს თარგმნილი ჩვენი საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები და დაურიგდებათ მათ. ვფიქრობთ, რომ შემდგომში ჟურნალისტები თავადაც მოამზადებენ მასალებს იმ პროცესებთან დაკავშირებით რასაც საქართვეელო გადის და გავდიოდით აქამდე. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ახლა საქართველოსთვის, გუშინ და დღეს ევროპარლამენტი მუშაობდა რეზოლუციაზე რომელიც მიმართული იქნება რომ მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არის ევროპული საბჭო“. - განაცხადა თემო სუყაშვილმა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში განმარტავს, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან საქართველოსათვის ხელმისაწვდომი იქნება დახმარებების სრულიად განსხვავებული კალათა.

„დღეს ჩვენ ვართ ასოცირებული წევრები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვთანამშრომლობთ და ამაზე გაცილებით მეტი იქნება ხელმისაწვდომი რათა დაჩქარდეს რეფორმები, გაძლიერედეს ჩვენი ადგილობრივი ეკონომიკა და ა.შ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ დღეს მედიის წარმომადგენლებთან“.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სემინარს ესწრებოდა აქტუალ მედიის წარმომადგენელი ნათელა ალაზოვა. ალაზოვას განცხადებით, ადგილობრივი მედიებისათვის აღნიშნულ თემებზე ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვიცით, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს მედია და რამდენადაა შუამავალი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, სხვადასხვა უწყებებს შორის. ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ამ ორგანიზაციების, გაერთიანებების, შესახებ რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს განვითარებისათვის და წინსვლიდათვის. ამიტომ, მედიისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს ინფოამცია ამ გაერთიანებების შესახებ რის შემდეგაც ის შეძლებს აუდიტორიას მიაწოდოს ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია რათა მოსახლეობა უფრო მეტად გახდეს ინფორმირებული“. - განაცხადა ნათელა ალაზოვამ

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროსა და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანსაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები